ქოჩორაშვილი მამარდაშვილის გუნდში შეიძლება გადავიდეს

SER Deportivos Valencia იტყობინება, რომ “ლევანტეს” ქართველი ლეგიონერი გიორგი ქოჩორაშვილი შეიძლება “ვალენსიაში” გადავიდეს, რომლის ღირსებასაც გაისამდე გიორგი მამარდაშვილი დაიცავს.
პორტუგალიელი აგენტი ჟორჟე მენედეში “ვალენსიას” შემტევების ანდრე ალმეიდას და ხავი გერას ტრანსფერების გაჩარხვას ცდილობს და თუ ეს მოახერხა, მაშინ “ღამურები” “ლევანტეს” ნახევარმცველების ქოჩორაშვილის და პაბლო მარტინესის დამატებას შეეცდებიან.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქოჩორაშვილით “ესპანიოლი”, “ტორინო” და “ლაციო” იყვნენ დაინტერესებული.