ერთ წელიწადში ყავის ნედლეულის ღირებულება 30%-ით გაიზარდა

ყავის ღირებულება 2024 წელს შესაძლოა, რეკორდულ დონემდე გაიზარდოს მსოფლიოში ყავის მარცვლების ფასის მკვეთრი ზრდის გამო. ეს ნეგატიური ტენდენცია ნაკარნახევია არახელსაყრელი ამინდებით ბრაზილიაში, რომელიც პოპულარული არომატული სასმელის ნედლეულის მთავარი მწარმოებელია. ამის შესახებ Bloomberg წერს.
Arabica-ს ფიუჩერსები ბოლო კვირაში 7%-ით გაიზარდა, რაც რეკორდული მაჩვენებელი იყო 9 ივლისის შემდეგ. სულ რაღაც ერთ წელიწადში ყავის ნედლეულის ღირებულება 30%-ით გაიზარდა.
Cazarini Trading Co-ის პრეზიდენტმა ტიაგო კაზარინიმ თქვა, რომ უამინდობა საკმარისია ნედლეულის მიწოდების შეფერხების გამოსაწვევად.
„ჩვენ უკვე ვართ ისეთ პირობებში, როდესაც შეცდომის დაშვება არ შეგვიძლია“, – განმარტა ტიაგო კაზარინიმ.

ასევე დაგაინტერესებთ