ისრაელ კაცი – საფრთხეს ზუსტად ისე უნდა გავუმკლავდეთ, როგორც ამას ღაზაში, ტერორისტული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ვაკეთებთ – ეს ყველა გაგებით ომია

საფრთხეს ზუსტად ისე უნდა გავუმკლავდეთ, როგორც ამას ღაზაში, ტერორისტული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ვაკეთებთ, – ასე გამოეხმაურა ს საგარეო საქმეთა მინისტრი, ისრაელ კაცი ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ დასავლეთ სანაპიროზე განხორციელებულ იერიშებს.
„საფრთხეს ზუსტად ისე უნდა გავუმკლავდეთ, როგორც ამას ღაზაში, ტერორისტული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ვაკეთებთ, მათ შორის, პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დროებითი ევაკუაციისა და ნებისმიერი სხვა საჭირო ნაბიჯის გადადგმით. ეს ყველა გაგებით ომია“, – განაცხადა ისრაელ კაცმა.
ისრაელ კაცმა აღნიშნა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები, ჯენინში, ტულკარემსა და დასავლეთ სანაპიროს სხვა რაიონებში ირანის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტული ქსელის განადგურების მიზნით მოქმედებენ.
ცნობისთვის, პალესტინური საინფორმაციო სააგენტო WAFA-ს ინფორმაციით, დღეს, დასავლეთ სანაპიროზე, ისრაელის იერიშების შედეგად, 10 პალესტინელი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილი – ადამიანმა არ უნდა იცოდეს, ვინ არის, ეს არის დამონების უახლესი იარაღი – 5 წუთის წინ კაცი ხარ და შეგიძლია თქვა: არა, მე უკვე ქალი ვარ, შენ უკვე არ იცი ვინ ხარ – მამაკაცების საპირფარეშოებში ჰიგიენურ ხელსახოცებს დებენ, ის, რომ მამაკაცის რძე იგივეა, რაც დედაკაცის