“არც ესე მკაცრად არ დგას საკითხი” – ანდრია ჯაღმაიძე მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების მოლაპარაკებებზე

საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგენელი, ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ მთავრობის წევრები მართლაც იმყოფებოდნენ საპატრიარქოში შეხვედრაზე, სადაც ისინი უშუალოდ მეუფე შიოს შეხვდნენ.
მამა ანდრია უარყოფს, რომ მთავარი მომლაპარაკებელი საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე იყო, თუმცა არ უარყოფს, რომ შესაძლოა, ეს ყოფილიყო პრემიერი და აცხადებს, რომ ეს იყო მთავრობის წარმომადგნელი:
ეკლესიისათვის ძალიან ბევრ რამეს აკეთებს, ამიტომ ეს შემოთავაზებაც ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ, რომ ხელისუფლებას აქვს სურვილი, რომ ეკლესიის როლი და სტატუსი იყოს უფრო გამყარებული, რომ სწორედ ამ მიმართულებით, რაც შეეხება ფასეულობების, ტრადიციების, ქრისტიანული ღირებულებების დაცვას კიდევ უფრო შეეწყოს ხელი. თვითონ ფორმულირებას რაც შეეხება, სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას, ეს არ არის ყველაზე უფრო მთავარი, პრინციპული და არც ესე მკაცრად არ დგას საკითხი. არანაირი ნიშანი არ არის იმისა, რომ მთავრობას ჰქონდეს სურვილი და განზრახვა ეკლესია თავად დაიმორჩილოს.