საქართველოს მთავრობა მკლავჭიდელებსა და პარამკლავჭიდელებს პრემიებს გადასცემს

საქართველოს მთავრობა მკლავჭიდელებსა და პარამკლავჭიდელებს პრემიებს გადასცემს. მკლავჭიდსა და პარამკლავჭიდში ეროვნული ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის I ადგილის მფლობელებს პრემიის სახით 17 000 ლარი გადაეცემათ, II ადგილის მფლობელებს – 8 500, ხოლო მე-3 ადგილზე გასულებს – 5 100.
რაც შეეხება მკლავჭიდისა და პარამკლავჭიდის ახალგაზრდულ ნაკრებს, I ადგილის მფლობელებს პრემიის სახით 5 100 ლარი გადაეცემათ, II ადგილის მფლობელებს – 3 400, ხოლო მე-3 ადგილზე გასულებს – 1 700.
პრემიას ასევე მიიღებენ მკლავჭიდის ჭაბუკთა ნაკრების I ადგილის მფლობელები 3 400 ლარის ოდენობით.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პრემიები გათვალისწინებულია მწვრთნელებისა და სამედიცინო პერსონალისთვის.
მკლავჭიდსა და პარამკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეებისთვის დაწესებული პრემიების ჯამური ოდენობა 1,921,850 ლარია.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის სახელმწიფო მინისტრი – საქართველოსთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი მაგიდაზეა – ჩვენ, რა თქმა უნდა, მოსახლეობის მხარეს ვართ, მხარს ვუჭერთ მათ, მაგრამ მთავრობა, მთავრობის ქცევა მიუღებელია

ანა წითლიძე – „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის ფარატინა ქაღალდი ან იუსტიციის სამინისტროს ბეჭედი, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ფასეულობები, ღირებულებები – პარტიების აკრძალვა დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლას ვერ შეაფერხებს