ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 1999 წლის მინიმუმამდე დაეცა – Eurostat

ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა ივნისის შედეგებით 5 მლრდ ევროზე დაბლა დაეცა, რაც 1999 წლის შემოდგომის შემდეგ პირველად მოხდა.
ამის შესახებ Eurostat-ის მონაცემში წერია.
კერძოდ, ივნისში რუსეთსა და ევროკავშირს შორის ორმხრივი ვაჭრობა, მაისთან შედარებით, 10%-ით, 4,9 მლრდ ევრომდე შემცირდა. ეს მინიმალური ოდენობაა 1999 წლის სექტემბრის შემდეგ, როცა სავაჭრო ბრუნვამ 4,6 მლრდ ევრო შეადგინა.
ვაჭრობა ყველაზე მეტად, ანუ 4,3-ჯერ, 13,2 მლნ ევრომდე პორტუგალიასთან დაეცა, ხოლო ჩეხეთთან, თითქმის, ორჯერ, ანუ 121,5 მლნ ევრომდე შემცირდა, ასევე, განახევრდა ირლანდიასთან და 41,5 მლნ ევრო შეადგინა.
თუმცა იმავე ივნისში რიგ ქვეყნებთან ს ვაჭრობამ, პირიქით, მოიმატა. კერძოდ, ყველაზე მნიშვნელოვნად, ანუ 15%-ით ბულგარეთთან (55,8 მლნ ევრომდე) და რუმინეთთან (12,3 მლნ ევრომდე) გაიზარდა. სავაჭრო ბრუნვის 10%-იანი ზრდა, ასევე, ნიდერლანდებთან დაფიქსირდა, რამაც 462.4 მლნ ევრო შეადგინა. ამასთან, ხორვატიასთან 7%-ით, (21.5 მლნ ევრომდე), ავსტრიასთან 6%-ით (284.2 მლნ ევრომდე), საფრანგეთთანაც ანალოგიური 6%-ით (449.4 მლნ ევრომდე), უნგრეთთან 3%-ით (464 მლნ ევრომდე), ხოლო ლიეტუვასთან 1%-ით, 87,9 მლნ ევრომდე გაიზარდა.
ზაფხულის დასაწყისში ევროკავშირში რუსული საქონლის მიწოდება თვიური თვალსაზრისით 14%-ით, 2,5 მლრდ ევრომდე შემცირდა, რაც 1999 წლის თებერვლიდან მინიმალური მაჩვენებელია. რუსეთმა ევროკავშირში, ძირითადად, 1,1 მლრდ ევროს გაზი, 333 მლნ ევროს ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ასევე, 164 მლნ ევროს რკინა და ფოლადი გაყიდა.
ამასთან, თავად რუსეთშიც ევროპული პროდუქციის გაყიდვები თვიური თვალსაზრისით 5%-ით, 2,4 მლრდ ევრომდე შემცირდა. ევროპული ექსპორტის საყრდენი ფარმაცევტული პროდუქცია იყო, რამაც 634 მლნ ევრო შეადგინა. ექსპორტს, ასევე, 262 მლნ ევროს მოწყობილობები და 203 მლნ ევროს ოპტიკური ინსტრუმენტები წარმოადგენდა.
ცნობისთვის: -ის სტატისტიკური მონაცემების სამთავრობო სააგენტო Census Bureau-ს მონაცემებით, ივნისში შეერთებულ შტატებში რუსეთის ფედერაციიდან პროდუქციის იმპორტი, მაისის 438.7 მლნ დოლარის მაჩვენებელთან შედარებით, თითქმის, 2,5-ჯერ შემცირდა, რაც 1996 წლის იანვრის შემდეგ რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია. მაშინ ეს ოდენობა 183.5 მლნ დოლარს შეადგენდა. მთლიანობაში, წლის პირველ ნახევარში რუსეთმა შეერთებულ შტატებს 1.88 მლრდ დოლარის ღირებულების საქონელი მიჰყიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2.85 მლრდ დოლარი) ერთნახევარჯერ ნაკლებია. 2021 წელს, ზე რუსეთის თავდასხმამდე, ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 36 მლრდ დოლარს შეადგენდა. 2021 წლის შედეგებით, შეერთებული შტატები რუსეთის ფედერაციის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის მეხუთე ადგილზე იყო.
bpn.ge

ასევე დაგაინტერესებთ