პატარა “სუხიშვილებმა” ბულგარეთის ანტიკურ ქალაქ ნესებირში საერთაშორისო ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა. მოცეკვავეებმა ევროპის ერთ-ერთ უძველეს დასახლებულ ტერიტორიად აღიარებული ქალაქში საქართველო წარადგინეს.
“სუხიშვილების” ცეკვის აკადემიის წევრებმა ,,ვარსკვლავური ნესებირის” კონკურსის მთავარი ჯილდო- გრანპრი და ასაკობრივი კატეგორიის პირველი ადგილი დაიმსახურეს.