სალომე ზურაბიშვილმა ერთხელაც შეგვახსენა, რომ ჯერ კიდევ პრეზიდენტის პოსტს იკავებს, 26 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნების დანიშვნას მოაწერა ხელი, ჯერ მეტი არაფერი დაუვალებიათო და ეკრანიდან გაუჩინარდა

სალომე ზურაბიშვილმა ერთხელაც შეგვახსენა, რომ ჯერ კიდევ პრეზიდენტის პოსტს იკავებს, 26 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნების დანიშვნას მოაწერა ხელი, ჯერ მეტი არაფერი დაუვალებიათო და ეკრანიდან გაუჩინარდა
გამო(ბრძანდა)ვიდა და ერთხელაც შეგვახსენა, რომ ჯერ კიდევ პრეზიდენტის პოსტს იკავებს, შესაბამისად 26 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნების დანიშვნას მოაწერა ხელი, – ასე ეხმიანება პრეზიდენტის ბრიფინგს სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილისთვის ჯერ მეტი არაფერი დაუვალებიათ, ცოტა დაგვემუქრა და ეკრანიდან გაუჩინარდა.
“გამო(ბრძანდა)ვიდა სალომე ზურაბიშვილი და ერთხელაც შეგვახსენა, რომ ჯერ კიდევ პრეზიდენტის პოსტს იკავებს, შესაბამისად 26 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნების დანიშვნას მოაწერა ხელი.
კიდევ რაღაც რაღაცები თქვა, რაც მე თარჯიმნის გარეშე კარგად ვერ გავიგე, თავისებურად ჩაიღიმ-ჩაიცინა ესაო, ისაო, მგონი ცოტა დაგვემუქრა კიდეც….ჯერ მეტი არაფერი დაუვალებიათ, დანარჩენს მოგვიანებით გეტყვითო და ეკრანიდან გაუჩინარდა…” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

თუ თსუ-ში 2-3 ათასია A კატეგორიის პროფესორების ანაზღაურება, ეს ანაზღაურება უნდა იყოს მინიმუმ 10 ათასი ლარი იმისათვის, რომ სტიმული ჰქონდეს პროფესორს, იმუშაოს უნივერსიტეტში სრულ განაკვეთზე და საკუთარი თავი მიუძღვნას ბოლომდე სწავლებას და ასევე -კვლევას

განისაზღვრება კვოტები, რომლებიც გადანაწილდება უნივერსიტეტებზე და დაფინანსებას მიიღებენ კონკრეტული უნივერსიტეტები, მათ შორის, გეოგრაფიული განაწილების გათვალისწინებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში იქნება უზრუნველყოფილი სრულიად თანამედროვე, გამართული ინფრასტრუქტურა

აქტიურად ვმუშაობთ სახელმძღვანელოების დახვეწაზე სკოლების დონეზეც, რათა მივიღოთ ახალი, ბევრად უფრო დახვეწილი სახელმძღვანელოები, რომლებიც იქნება დაფუძნებული ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტზე