სოზარ სუბარის (იმდროინდელი სახალხო დამცველის) მიერ მხილებული სისხლიანი რეჟიმის დაკვეთების შემსრულებელი ცესკოს მაშინდელი თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი დღეს არჩევნების დამცველად გვევლინება

სოზარ სუბარის (იმდროინდელი სახალხო დამცველის) მიერ მხილებული სისხლიანი რეჟიმის დაკვეთების შემსრულებელი ს მაშინდელი თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი დღეს ს დამცველად გვევლინება
„ლევან თარხნიშვილმა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ყოფილმა თავმჯდომარემ, 2024 წლის არჩევნებზე ობიექტურობანას თამაში გადაწყვიტა და ახალი გაერთიანება – „დაიცავი არჩევნები” დააფუძნა“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, სისხლიანი რეჟიმის შემოქმედნი ასრულებდნენ მათ ინტერესებზე მორგებულ პოლიტიკურ დაკვეთას, რისი ერთ-ერთი მაგალითიც იყო სოზარ სუბარის მიერ მხილებული ცესკო და მისი მაშინდელი თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი, რომელიც დღეს არჩევნების დამცველად გვევლინება.
„ლევან თარხნიშვილი 2007-2010 წლებში ხელმძღვანელობდა ცესკოს და მან ეს ყველაზე არაპარტიული, დამოუკიდებელი, ადმინისტრაციული ორგანო ყველაზე პარტიულად აქცია.
2008 წელს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი, სისხლიანი რეჟიმის პირობებშიც კი, პირდაპირ და ღიად ამხელდა ლევან თარხნიშვილს პოლიტიკურ მიკერძოებაში.
სოზარ სუბარის (მაშინდელი სახალხო დამცველის) მიერ მოყვანილ ფაქტებზე დაყრდნობით იკვეთებოდა, რომ ლევან თარხნიშვილი ხელს უშლიდა 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების დროს საარჩევნო უბნებზე ვიდეოთვალით გადაღებული მასალის საჯაროობას.
5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ვიდეოთვალი 3 511 საარჩევნო უბნიდან 1 159-ში იყო დამონტაჟებული.
ფაქტებით დასტურდებოდა, რომ ლევან თარხნიშვილის დავალებით ამომრჩეველთა რაოდენობა ათ საარჩევნო უბანზე ხელოვნურად გაზარდეს 5 475 ადამიანით.
ასევე, გამოვლინდა რამდენჯერმე ხმის მიცემის ფაქტები, მათ შორის, საუბნო კომისიების წევრების მიერ.
პირადად მისი (თარხნიშვილის) მითითებით სახალხო დამცველის წარმომადგენლებს არ მისცეს საშუალება, გადმოეწერათ მასალა 12 უბნის გარდა სხვა დანარჩენი ვიდეოთვალიდან.
4 აპრილს, როდესაც სოზარ სუბარმა თავისი დასკვნების შედეგები გაახმოვანა, ტელეკომპანიებმა „რუსთავი 2-მა„ და „მზემ“ თავიანთ საინფორმაციო გამოშვებებში ეს ინფორმაცია არ გაუშვეს. საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 4 აპრილს თავისი საინფორმაციო გამოშვების შუაში ამ თემაზე მხოლოდ ორწუთიანი ინფორმაცია გადასცა. 13 აპრილს გადაცემამ „შვიდი დღე“, რომელსაც ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დროების“ ჟურნალისტები საზოგადოებრივ მაუწყებელზე ამზადებენ, ინტენსიურად გააშუქა ეს ინფორმაცია და ვიდეოთვალის მიერ გადაღებული მასალის ნაწილიც უჩვენა. სიუჟეტში ნაჩვენები ერთ-ერთი საუბნო კომისიის წევრი, რომელიც რამდენიმეჯერ აძლევს ხმას, ოპოზიციის დანიშნული წევრი იყო, მეორე შემთხვევაში კი მმართველი პარტიის წარმომადგენელი.
15 აპრილს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების უზრუნველყოფის უწყებათაშორისო ჯგუფმა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობდა, გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც შეიცავდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის პასუხს სახალხო დამცველის მიერ 4 აპრილს გახმოვანებულ ბრალდებებზე. ცესკო აცხადებდა, რომ მხოლოდ სამ შემთხვევაში გამოავლინა სახალხო დამცველის მიერ შესწავლილმა ვიდეომასალამ საარჩევნო დარღვევა, რაც იყო ცალსახა ტყუილი.
ყველა მიმართულებით ასე შეთანხმებულად მოქმედებდნენ სისხლიანი რეჟიმის შემოქმედნი – ისინი ასრულებდნენ მათ ინტერესებზე მორგებულ პოლიტიკურ დაკვეთას და ამის ერთ-ერთი მაგალითი იყო სოზარ სუბარის მიერ მხილებული ცესკო და მისი მაშინდელი თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი, კაცი რომელმაც დღეს თითქოს პოლიტიკური ფერისცვალება განიცადა და პირველი გამყალბებელი, დღეს არჩევნების დამცველად გვევლინება!
ბატონო ლევან, თქვენი პოლიტიკური მიკერძოება ბატონმა სოზარ სუბარმა სააკაშვილის რეჟიმის პირობებში ამხილა, ახალა კი მე შეგახსენებთ, რომ თქვენ ისევ იქ ხართ, ისევ იმ სისხლიან რეჟიმს ემსახურებით, მათ პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებთ და თქვენი მხრიდან მიუკერძოებლობაზე საუბარი, თუნდაც ამ თქვენი ახალი გაერთიანების პირობებში, პოლიტიკური აფერაა და მეტი არაფერი“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.