ენტონი ბლინკენი – მოლდოვის რესპუბლიკას 33-ე დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ – პარტნიორობის ერთგული ვრჩებით, მაშინ როცა იგი დემოკრატიული, წარმატებული და უსაფრთხო მომავლისკენ ისწრაფვის

ენტონი ბლინკენი მოლდოვას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, მოლდოვის რესპუბლიკას 33-ე დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ. მაისში მოლდოვაში ჩემი ვიზიტის დროს, თქვენმა ურყევმა ერთგულებამ დემოკრატიის, ეკონომიკური განვითარების, ენერგეტიკული უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების რეფორმების მიმართ, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა“, – ნათქვამია ს განცხადებაში.
-ის სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, რომ აშშ მხარს უჭერს მოლდოველი ხალხის ძალისხმევას სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დაიცვან და წინააღმდეგობა გაუწიონ უცხოურ გავლენას იმ აქტორებისგან, რომლებიც მოლდოვის არჩევნებში ჩარევასა და ევროინტეგრაციისკენ გზაზე ხელის შეშლას ცდილობენ.
„ჩვენ მოლდოვის მიერ უკრაინის ურყევი მხარდაჭერისთვის და უკრაინელი ლტოლვილების მასპინძლობისას გამოჩენილი გულუხვობისთვის მადლობელი ვართ. მოლდოვასთან პარტნიორობის ერთგული ვრჩებით, მაშინ როცა იგი დემოკრატიული, წარმატებული და უსაფრთხო მომავლისკენ ისწრაფვის“, – აცხადებს ენტონი ბლინკენი.