საბა საზონოვი იჯარის წესით “ემპოლიში” ითამაშებს

“ტორინოს” ცენტრალური მცველი საბა საზონოვი ერთწლიანი იჯარით “ემპოლიში” ითამაშებს, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, პელეგრი და საზონოვი “ემპოლიში” გადავლენ, საპირისპიროდ კი “ტორინო” სებასტიან ვალუჩს მიიღებს.
შეგახსენებთ, საზონოვი “ტორინოს” 2023 წელს, მოსკოვის “დინამოდან”, 3 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.