ყაზახეთის 20 მლნ მაცხოვრებლიდან 15 მლნ Kaspi-ის მომხმარებელია – მიხეილ ლომთაძე

„ჩვენი მისია ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაა უნიკალური მობილური სერვისების განვითარებით. კომპანიის აღწერის მარტივი გზაა ის სერვისები, რომლით სარგებლობაც ადამიანებს ყოველდღიურ რეჟიმში შეუძლიათ ჩვენი აპის საშუალებით. ადამიანებს შეუძლიათ ონლაინ ვაჭრობა – Amazon-ის ტიპის სერვისი გვაქვს, შეუძლიათ გახსნან შემნახველი ანგარიში, მიიღონ სესხი, განახორციელონ მაღაზიებში გადახდები, შეიძინონ თვითმფრინავის, რკინიგზის ბილეთები, სამოგზაურო პაკეტები, იყიდონ სურსათი მიწოდების სერვისით, დაქორწინდნენ სახელმწიფო სერვისების სექციაში, დაარეგისტრირონ მანქანა, ბიზნესი, გადაიხადონ გადასახადები, აიღონ მართვის მოწმობა… ეს სერვისები ერთ მობილურ აპლიკაციაშია. 14 მილიონზე მეტი მომხმარებელი გვყავს და ერთ-ერთი ყველაზე გამოყენებადი მობილური აპლიკაციაა მსოფლიოში. 65% აპლიკაციას ყოველდღიურად იყენებს. კომპანია დალისტულია Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე, საბაზრო კაპიტალიზაცია 23-25 მილიარდი დოლარია, გააჩნია რომელ დღეს შეხედავთ და ერთ-ერთი მაღალი ღირებულების ფინტექ კომპანიაა მსოფლიოში. 9 000-ზე მეტი თანამშრომელი გვყავს. AI სერვისებიც ყაზახეთში კეთდება ჩვენი შესანიშნავი გუნდის მიერ“,- განაცხადა მიხეილ ლომთაძემ.
მისი თქმით, კომპანია მზარდია, რაც იმაზე მეტყველებს რომ თავის მისიას წარმატებით ასრულებს.

ასევე დაგაინტერესებთ