მარკ ცუკერბერგი ბაიდენის ადმინისტრაციას ზეწოლაში ადანაშაულებს

ფეისბუქის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა -ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს ჯიმ ჯორდანს წერილი მისწერა, რომელშიც ნათქვამია, რომ პრეზიდენტ ს ადმინისტრაცია COVID-19 თემის გამო მასზე და მის გუნდზე ზეწოლას ახდენდა.
საქმე ეხება 2021 წლის მოვლენებს. როგორც ცუკერბერგი წერს, მას პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები დაუკავშირდნენ და COVID-19-თან დაკავშირებული კონტენტის, იუმორისა და სატირის ჟანრის ინფორმაციის ჩათვლით, ცენზურას სთხოვეს.
„მე მჯერა, რომ მთავრობის ზეწოლა იყო არასწორი, და მე ვნანობ, რომ ამაზე უფრო ადრე და გულახდილად არ ვისაუბრეთ“, – წერს ცუკერბერგი.
წერილში ცუკერბერგმა აგრეთვე აღიარა, რომ მან Meta-ს კუთვნილებაში არსებულ პლატფორმებზე არ გამოაქვეყნა ინფორმაცია ჯო ბაიდენის შვილის, ჰანთერ ბაიდენის ნოუთბუქის შესახებ, რაც მის მონაწილეობას ადასტურებდა ნარკოტრაფიქსა და პროსტიტუციასთან დაკავშირებულ დანაშაულებში.
„მე მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენ კონტენტის სტანდარტების გათვალისწინებით კომპრომისებზე არცერთ ადმინისტრაციასთან არ უნდა მივდიოდეთ ზეწოლის შიშით, და ჩვენ მზად ვართ გავცეთ პასუხი, თუ ამგვარი რამ განმეორდება“, – აღნიშნავს ის.
ცუკერბერგის თქმით, მას ნეიტრალურად დარჩენა სურს და მოახლოებულ საარჩევნო ციკლში ის მონაწილეობას არ მიიღებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ეროვნული მნიშვნელობის თემებზე საუბრისას, ერთ-ერთი პირველი საკითხი, რაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დააყენა, იყო ღრმად ჩახედვა იმაში, თუ რას სწავლობენ მოსწავლეები სკოლებში, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტში შევიტანეთ საკითხები

ყოველ ჯერზე როგორ შეიძლება ატყუებდე ყველას, ხალხს, საკუთარ ამომრჩეველს, რომ იგებ არჩევნებს, იქნება რიგგარეშე არჩევნები, მერამდენედ უნდა დაიჯეროს ეს ტყუილი თუნდაც მათმა ყველაზე აგრესიულმა მხარდამჭერმა