ქუთაისელ სპორტსმენებს შევხვდით, საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული წარმატება მივულოცეთ და სიმბოლური საჩუქრები გადავეცით – ზაზა ლომინაძე

დღეს, ქუთაისელ სპორტსმენებს შევხვდით, მათ, საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული წარმატება მივულოცეთ – ამის შესახებ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე სოციალურ ქსელში წერს:
“დღეს, ქუთაისელ სპორტსმენებს შევხვდით, რომლებმაც მოლდოვაში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე მკლავჭიდსა და პარამკლავჭიდში განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს.
მათ, საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული წარმატება მივულოცეთ და სიმბოლური საჩუქრები გადავეცით.
ჩემპიონებმა და პრიზიორებმა განსაზღვრული ფულადი ჯილდოც მიიღეს,”- წერს ზაზა ლომინაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ლაპიაშვილი: ქართველების გადახდილი გადასახადებით, ანუ საბუჯეტო სახსრებით კონკრეტულად რას უპირებენ საქართველოს მომავალ თაობებს, უნდა დეტალურად თქვან. სხვა შემთხვევაში, ეჭვები “კეთილ სურვილებთან” უფრო გაღრმავდება