მარინა ძაგნიძე: ეს ზეპოლიტიკური აქციაა და ტროლები ნუ შეეცდებით კუდის გამობმას. არც სახელმწიფო გადატრიალებას ვგეგმავთ

“თბილისში ერთი მყუდრო და საყვარელი რესტორნის “ბროწეულების” მეპატრონის Nina Iashvili-ს ერთი პატარა უმანკო ვიდეო გახდა შთაგონების წყარო ჩემთვის და ამერიკელი ემიგრანტებისთვის, რომ 12 საათში მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონისთვის- ვახო ახობაძისთვის შეგვეგროვებინა საჩუქარი ჩვენი პატივისცემის ნიშნად. მაგიური ციფრი დადო ქართულმა ამერიკულმა ემიგრაციამ – $5,500.00.
ეს ზეპოლიტიკური აქციაა და ტროლები ნუ შეეცდებით კუდის გამობმას. არც სახელმწიფო გადატრიალებას ვგეგმავთ.🤨
მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია.

ძალა ჩვენშია ✊🇬🇪♥️💫‼️”  – წერს სოციალურ ქსელში ამერიკაში მცხოვრები ექიმი, მარინა ძაგნიძე. 

შეგახსენებთ, ვახტანგ ახობაძე პარამკლავჭიდელი მსოფლიო ჩემპიონია. მოლდოვეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს პარამკლავჭიდის ეროვნულმა ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი მოიპოვა.

ქართველმა პარასპორტსმენებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 30 ოქროს, 22 ვერცხლისა და 19 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

მოლდოვეთიდან დაბრუნებულ მსოფლიო ჩემპინს, ვახტანგ ახობაძეს აეროპორტში მხოლოდ ქეთევან მუსელიანი და ქეთევანის დედა დახვდნენ. ცნობისათვის, ქეთევან მუსელიანი აწ გარდაცვლილი ვახტანგ მუსელიანის შვილია.

ვახტანგ მუსელიანი იყო იურისტი, სპორტსმენი. 1988 წლიდან საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის დამფუძნებელი, პრეზიდენტი, მთავარი მწვრთნელი. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისი, კრწანისის მაჟორიტარი).

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება

ნიკა გვარამია – თბილისი იქნება ევროპის დედაქალაქი, წარმატებული, გაღიმებული და ბედნიერი ხალხის ქალაქი – ამ ქვეყანაში არ იქნება ომი არასდროს, ეს ქვეყანა ყოველთვის იბრძოლებს ევროპისთვის