რამდენი და რა ტიპის ნომრებია საქართველოს სასტუმროებში?

2023 წელს საქართველოში მოქმედ სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში ადგილების საერთო რაოდენობამ 107.7 ათასი შეადგინა, რაც 10.1 პროცენტით მეტია 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
ნომრების საერთო რაოდენობა 2023 წელს წინა წელთან შედარებით 9.5 პროცენტით გაიზარდა და 50.1 ათასი შეადგინა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში არსებული ნომრების რაოდენობის მიხედვით ორადგილიანი ნომერი ლიდერობს, ყველაზე ნაკლები კი ლუქს ტიპის ნომრებია.

ასევე დაგაინტერესებთ