გერმანიის კანცლერმა ქალაქ ზოლინგენში თავდასხმის შემდეგ არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის დაჩქარება მოითხოვა

გერმანიის კანცლერმა ქალაქ ზოლინგენში თავდასხმის შემდეგ არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის დაჩქარება მოითხოვა. ამის შესახებ ოლაფ შოლცმა ზოლინგენში ვიზიტისას თქვა, სადაც მან დანით თავდასხმის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო. გერმანიის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ აღნიშნული თავდასხმა „ყველას წინააღმდეგ მიმართული ტერორიზმი“ იყო.
„ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შესაძლებელია, რათა უზრუნველვყოთ იმ ადამიანების რეპატრიაცია და დეპორტაცია, ვისაც არ შეუძლია ან არ აქვს უფლება, დარჩეს გერმანიაში“, – აღნიშნა გერმანიის მთავრობის მეთაურმა.
23 აგვისტოს ქალაქ ზოლინგენში თავდასხმის შედეგად, რომელშიც 26 წლის სირიელია ეჭვმიტანილი, სამი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა. გერმანული მედიის ცნობით, ეჭვმიტანილი გერმანიიდან ჯერ კიდევ 2023 წელს უნდა ყოფილიყო დეპორტირებული. ის დააკავეს მკვლელობისა და „ისლამურ სახელმწიფოს“ წევრობის ბრალდებით. როგორც გაზეთი Die Welt-ი იუწყება, დუბლინის შეთანხმების თანახმად, მამაკაცი უნდა გაეძევებინათ ბულგარეთში, ქვეყანაში, სადაც მან პირველად გადაკვეთა ევროკავშირის საზღვარი. სწორედ იქ უნდა განეხილათ მისი თხოვნა თავშესაფრის მინიჭების შესახებ. თუმცა სირიელი გერმანიის ხელისუფლებას დაემალა.
გერმანიის რეგიონული ს წინ ბევრმა პარტიამ, მათ შორის შოლცის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ, გაამკაცრა რიტორიკა მიგრაციულ პოლიტიკასთან დაკავშირებით. კერძოდ, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა ივლისში განაცხადა, რომ გერმანია განაახლებს სირიელი და ავღანელი დამნაშავეების დეპორტაციას. მისი თქმით, დეპორტაცია განხორციელდება სირიასა და ავღანეთთან მოსაზღვრე ქვეყნების გავლით.
„ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სხვადასხვა სახელმწიფოსთან, რათა კვლავ შესაძლებელი გახდეს დეპორტაცია ავღანეთსა და სირიაში“, – განაცხადა -ს ხელმძღვანელმა.
წყარო: პირველი არხი