რომელმა ქვეყნებმა იყიდეს ბოლო 10 წელიწადში ყველაზე მეტი ოქრო?

ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ანუ 2013-2023 წლების პერიოდში ოქროს მარაგი ყველაზე მეტად მხოლოდ რუსეთმა და ჩინეთმა გაზარდა. ამის შესახებ ოქროს მსოფლიო საბჭოს (World Gold Council) მონაცემებში წერია, რასაც Visual Capitalist ავრცელებს.
კერძოდ, ამ პერიოდში რუსეთმა მარაგი 1,035-დან 2,333 ტონამდე, ჩინეთმა კი 1,054-დან 2,235 ტონამდე გაზარდა. შემდეგი თურქეთია, რომელმაც თავისი მარაგი 116-დან 540 ტონამდე გაზარდა.
ექსპერტები ოქროს მიმართ მზარდ ინტერესს გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და სანქციების ზრდას უკავშირებენ. ცენტრალური ბანკები ოქროს, შემოსავლიანობის პოტენციალით, უსაფრთხო და ლიკვიდურ აქტივად განიხილავენ.
ქვეყნების ტოპ 10-ეული, რომლებმაც 2013-2023 წლების პერიოდში ოქროს მარაგი ყველაზე მეტად გაზარდეს:
– 2013 წლის მეოთხე კვარტლის 1.035 ტონიდან 2023 წლის მეოთხე კვარტლის 2.333 ტონამდე (+1.298 ტონა)
ჩინეთი – 1.054-დან 2.235 ტონამდე (+1.181 ტ.)
თურქეთი – 116-დან 540-მდე (+424 ტ.)
პოლონეთი – 103-დან 359-მდე (+256 ტ.)
ინდოეთი – 558-დან 804-მდე (+246 ტ.)
უზბეკეთი – 217-დან 371-მდე (+154 ტ.)
ყაზახეთი – 144-დან 294-მდე (+151ტ.)
სინგაპური – 127-დან 230-მდე (+103 ტ.)
ერაყი – 42-დან 143-მდე (+100 ტ.)
ტაილანდი – 152-დან 244-მდე (+92 ტ.)
ამ ქვეყნების მიერ ოქროს აქტიური შესყიდვის მიუხედავად, მსოფლიოში ოქროს მარაგის უმსხვილეს მფლობელად კვლავ რჩება, რომლის მარაგიც 8,133 ტონას შეადგენს. ამერიკული ოქროს ნახევარი კენტუკის შტატის ფორტ-ნოქსში ინახება.
მეორე ადგილზე გერმანიაა, რომლის ოქროს მთლიანი მარაგი 3,351 ტონას შეადგენს, ხოლო მესამე ადგილზე 2,452 ტონით იტალიაა.
წყარო: bpn.ge

ასევე დაგაინტერესებთ