საბანკო დეპოზიტები 55.66 მლრდ ლარამდე გაიზარდა

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2024 წლის ივლისის ბოლოსათვის 55.66 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 825.97 მლნ ლარით, ანუ 1.51%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.98%-ით მეტი). ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 213.61 მლნ ლარით, ანუ 0.89%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.21%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 612.36 მლნ ლარით, ანუ 1.98%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 3.58%-ით).
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2024 წლის ივლისის ბოლოსათვის 51.50 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.56 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.18 პროცენტული პუნქტით).
ივლისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.96% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.13%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.33%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში დოლარის წილმა 77.90%, ხოლო ევროს წილმა 20.27% შეადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ