საქართველოს პრეზიდენტმა 17 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს 17 მსჯავრდებული პირი შეიწყალა – ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„13 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის 2 ქალი მსჯავრდებულია. 4 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის 1 ქალ მსჯავრდებულს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ