2023 წელს საქართველოს სასტუმროებს ყველაზე მეტი უცხოელი სტუმარი რუსეთიდან ჰყავდა – საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 5 მილიონ სტუმარს მოემსახურა, რაც 1.2%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
სტუმრების 60.2% უცხოელი იყო. იმის მიუხედავად, რომ სასტუმროებში რუსი სტუმრების რაოდენობა წლიურად 4%-ით შემცირდა, ქვეყნების მიხედვით ლიდერი სწორედ იყო. გასულ წელს სასტუმროებში 355 ათასი სტუმარი, ანუ ჯამური რაოდენობის 11.8% რუსეთის ფედერაციის მოქალაქე იყო. ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული სტუმრები უცხოელი სტუმრების 7.2%-ს შეადგენდნენ, რომელთა უმეტესობა გერმანიისა (EU-ს მოქალაქე სტუმრების 29.2%) და პოლონეთის (EU-ს მოქალაქე სტუმრების 26.6%) მოქალაქეები იყვნენ.
საქსტატის მონაცემებით, საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებს უმეტესად სტუმრობდნენ რეკრეაციისა და დასვენების მიზნით. ამასთან, რეკრეაციისა და დასვენების მიზნით განთავსებული უცხოელი სტუმრების უმეტესობას სა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები წარმოადგენდნენ (შესაბამისად, 12.7% და 11.7%).