მამარდაშვილი სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის და კონტრაქტი 35 მილიონად გაფორმდება – ფაბრიციო რომანო

გიორგი მამარდაშვილი ლივერპულშია, დღეს სამედიცინო შემოწმება გაივლის და ინგლისურ გრანდთან კონტრაქტს გააფორმებს, „ვალენსია“ კი 35 მილიონ ევროს მიიღებს, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
„გიორგი მამარდაშვილი ლივერპულში ჩავიდა. დღეს ქართველი მეკარე „ვალენსიიდან“ „ლივერპულში“ გადასვლამდე სამედიცინო შემოწმებას გადის.
ახლა ხელშეკრულება 35 მილიონი ევროს საფასურად გაფორმდება, პლუს გათვალისწინებულია პუნქტი, რომლითაც ესპანელები თანხას გიორგის შემდეგი გაყიდვიდანაც მიიღებენ, მაგრამ მამარდაშვილი „ლივერპულს“ 2025 წლის ივლისში შეუერთდება. ამ სეზონში კი „ვალენსიაში“ დარჩება“, – წერს იტალიელი ჟურნალისტი.
შეგახსენებთ, რომ ქართველი მეკარით ბევრი ევროპული გრანდი იყო დაინტერესებული, მაგრამ საბოლოოდ ყველაზე აქტიურად მოლაპარაკებებში „ლივერპული“ ჩაერთო.
1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ