შვეიცარიამ რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაში არსებული $8.81 მილიარდი ფინანსური აქტივები გაყინა

შვეიცარიამ ს მოქალაქეების მფლობელობაში არსებული ფინანსური აქტივები გაყინა. გაყინული აქტივების ჯამი $8.81 მილიარდს შეადგენს. აღნიშნული ნაბიჯი უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის გამო დაწესებული სანქციების ფარგლებში განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი აქვეყნებს.
აღნიშნული თანხა წინასწარი შეფასებითაა და შეიძლება შეიცვალოს. უფრო ზუსტი მაჩვენებელი მომავალი წლის მეორე კვარტალშია მოსალოდნელი, როცა შვეიცარიული ბანკები მთავრობის წინაშე მოხსენებით წარდგებიან.
ოფიციალურმა ბერნმა ასევე დაბლოკა რუსეთის ცენტრალური ბანკის კუთვნილი სავალუტო აქტივების 7,4 მილიარდი ფრანკის ოდენობით.