2024 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კვლავ თურქული სატვირთო ავიაკომპანია Turkish Cargo-ა.
AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ შვიდი თვის განმავლობაში Turkish Airlines-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 3 520.025 ტონა ტვირთი გადაზიდა.
საჰაერო ტვირთების ტრანსპორტირების კუთხით საქართველოს ავიაბაზარზე მეორე პოზიციაზეა ქართული სატვირთო ავიაგადამზიდავი Georgian Airlines-ი, იანვარ-ივლისში ავიაკომპანია საქართველოს საჰაერო სატვირთო ტვირთების ბაზარზე 2 409.029 ტონა ტვირთს მოემსახურა.
ასევე, საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კომპანიაა და TOP-5-ში მესამე პოზიციაზეა, თურქული ავიაკომპანია MNG Airlines-ი, რომელმაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით იანვარ-ივლისში განმავლობაში 775.308 ტონა ტვირთი გაატარა.
7 თვის სტატისტიკური მაჩვენებლებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გატარებული ტვირთნაკადით მეოთხე პოზიციაზეა ლუქსემბურგის სატვირთო ავიაგადამზიდავი Cargolux Airlines-ი, რომელმაც საანგარიშო პერიოდში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 438.024 ტონა ტვირთი გადაზიდა.
რეიტინგში მეხუთე ადგილზეა ქართული სატვირთო ავიაგადამზიდავი Easy Charter-ი, რომელიც 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს სატვირთო გადაზიდვებს ბაზარზე 332.515 ტონა ტვირთს მოემსახურა.
მაშ ასე, გადაზიდული ტვირთების მიხედვით TOP-5 სატვირთო ავიაკომპანიის რეიტინგი ასე გამოიყურება:
Turkish Cargo;
Georgian Airlines;
MNG Airlines;
Cargolux Airlines;
Easy Charter
2024 წლის იანვარ-ივლისში გადაზიდული ტვირთის რაოდენობა შეადგენს 12 912.770 ტონას. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტვირთბრუნვა გაზრდილია 22%-ით.
წყარო: ავიანიუსი