ირანის საგარეო მინისტრი – ისრაელის მიმართ ჩვენი პასუხი გაზომილი და კარგად გათვლილი იქნება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანტონიო ტაიანთან სატელეფონო საუბარში მან თეირანში „ჰამასის“ ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობის გამო მისი ქვეყნის მიერ დაგეგმილ შურისძიებაზე ისაუბრა.
„ირანის რეაქცია თეირანში ს ტერორისტულ თავდასხმაზე საბოლოოა და იქნება გაზომილი და კარგად გათვლილი“, – წერს არაღჩი სოციალურ პლატფორმაზე X-ზე.
მისი თქმით, ირანს სიტუაციის ესკალაციის არ ეშინია, თუმცა, ისრაელისგან განსხვავებით, ესკალაცია არ სურს.
სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადება გაავრცელა ანტონიო ტაიანმაც. მისი თქმით, ირანელ კოლეგას თავშეკავებისა და კონსტრუქციული მიდგომისკენ მოუწოდა, რათა რეგიონში სამხედრო მოქმედებების ციკლი შეჩერდეს, რომელიც მხოლოდ უფრო მეტი ტანჯვის რისკს ჰქმნის.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე – პარტნიორების შეფასებები ძალიან მძიმე იყო – ერთ-ერთი კოლეგისგან პირდაპირ ითქვა, რომ თუ “ქართული ოცნება“ ზეწოლასა და რუსული გავლენის გააქტიურებას გააგრძელებს, საქართველო ბელარუსი გახდება