დღე, თბილისის ნაწილს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თელასის ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 26 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), უნივერსიტეტის, ქავთარაძის, თავხელიძის და ნადირაძის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), შატბერაშვილის, მარაბდის და ქობულეთის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტროსადგური „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიის, შეშელიძის, გობრონიძის, კორინთას, ბრონშტეინის, შენგელიას და ხევძმარის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II, IV მიკრორაიონების, ვარკეთილის მასივის II მიკრორაიონის, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, ჯავახეთის და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.