2022 წელს თხილის მთლიანი ექსპორტის 77,1% ევროკავშირში გავიდა – ნაჭუჭიანი თხილის ძირითადი იმპორტიორი გერმანია, უნაჭუჭოს კი იტალიაა

ქართული თხილი ძირითადად ევროპულ ბაზრებზე გადის. 2022 წელს თხილის მთლიანი ექსპორტის 77,1% ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა, საიდანაც 37.4% იტალიაში მიდის, შემდეგ მოდის გერმანია (20,8%) და სომხეთი (7,8%). ამის შესახებ PMC კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში ვკითხულობთ.
გერმანია კი ქართული უნაჭუჭო თხილის მთავარი იმპორტიორია. 2022 წელს საქართველოდან ექსპორტირებული უნაჭუჭო თხილის 27,4% იყო გაგზავნილი გერმანიაში, რომელიც ცნობილია ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თხილის მოხმარების მაჩვენებლებით. მას მოჰყვება იტალია 19.3%-ით, სომხეთი (9.8%) და ესპანეთი (6.1%) ასევე ძირითადი იმპორტიორები არიან.
ქართული ნაჭუჭიანი თხილი ძირითადად (88%) იტალიაში გადის. ნაჭუჭიანი თხილის ექსპორტის მოცულობა მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე უნაჭუჭო თხილის, ძირითადად ტრანსპორტირების მაღალი ხარჯების გამო და ასევე ნაჭუჭიანი თხილის ხარისხი ნაკლებად საიმედოა.
თხილის საექსპორტო ბაზარი დივერსიფიკაციას მოითხოვს. ამჟამად, ქართული თხილის ექსპორტი ძირითადად ევროპაზეა ორიენტირებული, რაც ზოგჯერ იწვევს უკუსვლას დაბალი მოთხოვნის გამო. ამიტომ საქართველომ უნდა განიხილოს შესვლა მზარდი აზიის ბაზარზე, სადაც თხილზე მოთხოვნა იზრდება.