გაფიცვის 45-ე და შიმშილობის მე-13 დღე – რა ხდება “ევოლუშენ ჯორჯიასთან”

გაფიცვის 45-ე და შიმშილობის მე-13 დღე – “ევოლუშენ ჯორჯიაში” უწყვეტი პროტესტი გრძელდება. ხმაურიანი პიკეტის მიუხედავად, დასაქმებულების მოთხოვნები ამ დრომდე არ სრულდება და მეტიც, ქუჩაში საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლ ახალგაზრდებს აქვთ ინფორმაცია, რომ კომპანია მთელ რესურს პროტესტის შესაკავებლად ამობილიზებს.
როგორც გაფიცული თანამშრომლები “პირველებთან” ამბობენ, პროტესტის ტალღის ჩასახშობად აზრატული თამაშების ოპერატორმა კომპანიამ დაცვა გააძლიერა და ზონდერ ჯგუფების მობილიზება დაიწყო.
“ეს არის გაფიცვის 45-ე დღე, მეცხამეტე დღე დადგა შიმშილის. იმის მაგივრად, რომ კომპანია გამოვიდეს მოლაპარაკებებზე, დაასრულოს გაფიცულების შიმშილი, ადგა და კიდევ დამატებით 50 ადამიანი დააორგანიზა, დაცვას გადაუხადა თანხა, რომ კიდევ მოსულიყვნენ და ფიზიკურად დაპირისპირებოდნენ გაფიცულებს. ხვალ გავაკეთებთ განცხადებას, თუ რა შემთხვევაში შეიძლება შეწყვიტონ გაფიცულმა თანამშრომლებმა შიმშილი”, – ამბობს ერთ-ერთი გაფიცული.
Evolution Georgia-ს თანამშრომლები კომპანიას არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებენ. მათ უწყვეტი პროტესტი 12 ივლისიდან დაიწყეს და არ აპირებენ შეწყვეტას, მანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. გაფიცულები ითხოვენ ხელფასის 100%-იან ზრდას, ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას, სამედიცინო სივრცეს სამუშაო ტერიტორიაზე და სხვა.
წყარო: “ტვ პირველი”

ასევე დაგაინტერესებთ