რიკოთზე კვლავ საცობია – მგზავრებს ადგილზე დაყოვნება 20 წუთის განმავლობაში უწევთ

“ტვ პირველის” ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილზე, სოფელ ხევის მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ საცობია – მგზავრებს ადგილზე დაყოვნება 20 წუთის განმავლობაში უწევთ.
როგორც მოქალაქეები ამბობენ, უამინდობის დროს დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, ან აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მგზავრობა და გზის სავალ ნაწილზე თავისუფლად გადაადგილება შეუძლებელია.
ცნობისთვის, გუშინ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა, ძლიერი წვიმის შედეგად გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ლაფის გამო, დროებით შეზღუდული იყო. როგორც უწყებაში განმარტეს, ამ ეტაპზე, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში მიმდინარეობს.
„კერძოდ, სოფელ ხევის მიმდებარედ, მშენებარე მონაკვეთთან, ძლიერი წვიმის შედეგად, ფერდობიდან წყლისა და ლაფის მასა გადმოვიდა გზის სავალ ნაწილზე, რის გამოც, გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, დროებით შეიზღუდა ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გაწმენდითი სამუშაოები დასრულებისთანავე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა“, – განაცხადეს უწყებაში.

ასევე დაგაინტერესებთ