სპორტის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სპორტის მოღვაწის, დურმიშხან ჩხაიძის, გარდაცვალების გამო
დურმიშხან ჩხაიძის სახელს უკავშირდება საქართველოში ქალთა ფეხბურთის განვითარება. ერთ-ერთი პირველი ქალთა კლუბი „ლანჩხუთი” სწორედ დურმიშხან ჩხაიძის დაარსებულია და ამ კლუბმა უეფას ჩემპიონატის მეთექვსმეტედ ფინალში ითამაშა.
2020 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის GFF Awards 2020-ზე დურმიშხან ჩხაიძეს სპეციალური ჯილდო გადასცა.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დურმიშხან ჩხაიძის გარდაცვალების გამო, აფასებს მის ღვაწლს ქართული ქალთა ფეხბურთის განვითარებაში და უსამძიმრებს ოჯახს, კოლეგებს, ახლობლებს.