იგორ ნარმანია – ყველა ჩვენგანის ვალია, რომ ემიგრაციაში წასული ძალიან ბევრი ჩვენი თანატოლი 26 ოქტომბრის შემდეგ დავაბრუნოთ და მიხეილ სააკაშვილთან, ახალ გუნდთან ერთად, ახალი ბათუმი, ახალი აჭარა, ახალი საქართველო ავაშენოთ

ყველა ჩვენგანის ვალია, რომ ემიგრაციაში წასული ძალიან ბევრი ჩვენი თანატოლი 26 ოქტომბრის შემდეგ დავაბრუნოთ და მიხეილ სააკაშვილთან, ახალ გუნდთან ერთად, ახალი , ახალი აჭარა, ახალი საქართველო ავაშენოთ, – ამის შესახებ „ერთიანობა – „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, იგორ ნარმანიამ განაცხადა.
მისივე თქმით, 2012 წლის შემდეგ ს ხელისუფლებამ უამრავი სასარგებლო პროექტი შეაჩერა.
„როდესაც ბათუმში ჩამოვდივართ, ჩვენ ვხედავთ ს, ლევან ვარშალომიძისა და „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდის ერთიანი ძალისხმევის შედეგებს, რომლებიც 2012 წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა შეაჩერა. უამრავი პროექტი შეაჩერა, მათ შორის, „როიალ კარიბიანი“, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, სადაც სტუდენტებს უნდა ესწავლათ და დღეს ყველა ჩვენგანის ვალია, რომ ემიგრაციაში წასული ძალიან ბევრი ჩვენი თანატოლი, რომლებსაც ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, განათლების მისაღებად ემიგრაციაში წასვლა მოუწიათ, 26 ოქტომბრის შემდეგ, ერთიანი ძალისხმევით, ჩვენს ქვეყანაში დავაბრუნოთ და ერთად ავაშენოთ ახალი ბათუმი, ახალი აჭარა – ახალ გუნდთან და მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ლევან ვარშალომიძესთან ერთად“, – განაცხადა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, იგორ ნარმანიამ.