ზემო ფონიჭალაში ორი ადამიანის დაჭრის ბრალდებით ახალგაზრდა კაცი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში, ზემო ფონიჭალის დასახლებაში ორი პირის დაჭრის საქმეზე 2005 წელს დაბადებული ლ.ტ. დააკავეს.
უწყებაში აცხადებენ, რომ დაკავებულს ბრალად ედება ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება. ბრალი დამტკიცების შემთხვევაში 9-13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც ადგილობრივები მედიასთან აცხადებენ, შემთხვევა იმ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა, სადაც ნარიმან მაქარაშვილი (ბერი ნიკოლოზი) ცხოვრობს.
-ში ამბობენ, რომ გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 24 აგვისტოს ზემო ფონიჭალის დასახლებაში მდებარე კორპუსში ორ პირს, 1997 წელს დაბადებულ დ.შ.- ს და 1972 წელს დაბადებულ მ.ზ. – ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
უწყების ცნობით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.
შსს-ის განცხადებით, პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ