კვარაცხელიაზე გაცილებით მეტი – რა ანაზღაურებას მიიღებს ლუკაკუ “ნაპოლიში” გადასვლის შემდეგ

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “ნაპოლი” და “ჩელსი” ლონდონელთა ბელგიელი ფორვარდის რომელუ ლუკაკუს ტრანსფერზე შეთანხმდნენ.
“პარტენოპეი” “არისტოკრატებს” 30 მილიონს გადაუხდის, რასაც შემდგომაში 15 მილიონიც დაემატება და თავად გამოცდილ ფორვარდს 3-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს.
იტალიელი გავლენიანი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ირწმუნება, რომ ლუკაკუს ანაზღაურება ბონუსების ჩათვლით “ნაპოლიში” სეზონურად 8 მილიონი ევრო იქნება.
საინტერესოა, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, “პარტენოპეი” ს კონტრაქტის გახანგლძრივების შემდეგ ბონუსებით 6 მილიონ ევროს გადაუხდის.