Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი პარიზში დააკავეს

Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი  პარიზის აეროპორტში დააკავეს, იტყობინება La Gazette და LCI.

დუროვი საფრანგეთში აზერბაიჯანიდან ჩავიდა. ის საჰაერო ტრანსპორტის ჟანდარმერიის თანამშრომლებმა დააკავეს, როდესაც ბიზნესმენის პირადი თვითმფრინავი ლე ბურჟეს აეროპორტში დაეშვა.  სამართალდამცავებს ჩხრეკის ორდერი ჰქონდათ.

ჟანდარმერია დუროვს ნარკოტიკებით ვაჭრობის, ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისა და თაღლითობის თანამონაწილედ მიიჩნევს.

გავრცელებული ინფორმაციით, კვირას, 25 აგვისტოს, დუროვს შესაძლოა ბრალი წაუყენონ ტერორიზმში, ნარკოტიკებით ვაჭრობის, თაღლითობის, ფულის გათეთრებისა და პედოფილიასთან დაკავშირებული დანაშაულების დამალვაში.

ცნობისათვის, პაველ დუროვმა 2021 წელს საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო.

 

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი ტომ სალივანის განცხადებაზე – ეს ჰაერიდან მოტანილი სიტყვებია, ცოტა გასაკვირი და გულდასაწყვეტია, როდესაც ჩვენთან საუბრობენ დემოკრატიის უკუსვლაზე და მონღოლეთს უწოდებენ დემოკრატიის ოაზისს