საქართველოს დერეფანში ელექტროენერგიის ტრანზიტი 5-ჯერ შემცირდა

საქართველოს დერეფანში ელექტროენერგიის ტრანზიტი მკვეთრად შემცირდა. სახელმწიფო ელექტროსისტემის მონაცემებით, გასულ 7 თვეში საქართველოს გავლით 391,07 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის ტრანზიტი განხორციელდა.
ელექტროენერგიის მიწოდება ძირითადად, აზერბაიჯანიდან თურქეთში ხორციელდება. სულ 7 თვეში ამ კუთხით 331 მლნ კვტ.სთ-ს გატარება მოხდა. 59.6 მლნ კილოვატ/საათი გაატარა საქართველოს გადამცემმა ქსელმა დან თურქეთის მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ ტრანზიტი 5-ჯერ არის შემცირებული. გასული წელი ამ მხრივ გამორჩეული იყო და საკმაოდ დიდი მოცულობით ელექტროენერგიის გატარება მოხდა როგორც აზერბაიჯანიდან, ასევე სომხეთიდან და რუსეთიდან თურქეთის მიმართულებით. კერძოდ, 2023 წლის 7 თვეში საქართველოს დერეფანით 1.5 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგია იყო გატარებული, ხოლო ჯამში, გასულ წელს ელექტროენერგიის ტრანზიტმა 3.4 მლრდ კვტ.სთ-ს გადააჭარბა.
სახელმწიფო ელექტროსისტემის მონაცემებით, 2023 წელს ტრანზიტიდან შემოსავალმა 23 მლნ ლარის მიაღწია.
წყარო: bm.ge

ასევე დაგაინტერესებთ