საქართველოს რომელ რეგიონშია ე.წ. ხელუხლებელი ტყეები

მაღალმთიან დასახლებებში საქართველოს ტყის რესურსის 98%-ია. ყველაზე ტყიანი რეგიონებია აჭარა (63%) და რაჭა (56%).
ტყის მასივების 60%-ზე მეტი ისეთ ფერდობებზეა განლაგებული, რომელთა დახრის კუთხე 25 გრადუსზე მეტია. 35 გრადუსზე მეტი დახრის მქონე ფერდობებზე იზრდება ტყეთა 24% და მათი გამოყენება კანონით აკრძალულია.
ტყის თითქმის 60% ზღვის დონიდან 1 000 მეტრზე მეტ სიმაღლეზე მდებარეობს. ტყის ეკოსისტემებში გაბატონებული ჯიშია წიფელი. აღსანიშნავია, რომ რაჭაში არსებობს ე.წ. ხელუხლებელი ტყეები, რომლებიც შენარჩუნებულია პირვანდელი სახით და ბიომრავალფეროვნებით. კლიმატის ცვლილების უარყოფითი გავლენა საქართველოში ვლინდება ტყის ეკოსისტემების გავრცელების ზედა საზღვრის ცვლილებით, ხანძრის შემთხვევათა გახშირებით და მავნებელ დაავადებათა გამრავლებით.
წყარო: “ბიზნესპრესნიუსი”

ასევე დაგაინტერესებთ