ივანიშვილის მილიონების გაყინვა შვეიცარულ ბანკებში – ოლიგარქის ყოფილი ადვოკატის აღიარება

ბიძინა ივანიშვილისთვის შვეიცარულ ბანკებში მილიონების გაყინვას პოლიტიკასთან საერთო არფერი აქვს – ეს განცხადება “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში, გადაცემა “დღის ამბებში” ოლირგაქის ყოფილმა ადვოკატმა გააკეთა. სწორედ ვიქტორ ყიფიანი იყო ის იურისტი, რომელიც ივანიშვილის ინტერესებს შვეციარულ ბანკთან დავაში იცავდა.
ყიფიანი ახლა ამბობს, რომ მისთვის სრულიად გაუგაბარია “ქართული ოცნების”, “ხალხის ძალის” და ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის განცხადებები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ივანიშვილს ფული ბანკში გლობალური ომის პარტიამ გაუყინა.
ეს განცხადებები არ იყო სწორი და ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილსაც ვეუბნებოდით – თქვა ყიფიანმა.
“ჩვენი, როგორც იურიდიული მრჩევლის პოზიცია ყოველთვის იყო, რომ სამართლებრივი დავა დარჩენილიყო სამართლის ფარგლებში. ეხლა პასუხისგება რა მოსატანი არის, ვერანაირ ახსნას ვერ მოუძებნი ვერც “ოცნების”, ვერც “ხალხის ძალის” და ვერც ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის ცალკეულ განცხადებებს, რომლებმაც გაიტანეს ეს დავა სამართლის ფარგლებს გარეთ და შესძინეს ის დატვირთვა, რომლის წინააღმდეგები, ჩვენ, როგორც პროფესიონალები, ჩვენ ყოველთვის ვიყავით. ეს ყველაფერი არაერთხელ გვითქვამს ჩვენ, რა თქმა უნდა, სთვის”, – განაცხადა ყიფიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ