გაფიცულების ცოცხალი ჯაჭვი “ევოლუშენ ჯორჯიასთან” – შენობის შესასვლელი ბლოკირებულია

გაფიცულების ცოცხალი ჯაჭვი “ევოლუშენ ჯორჯიასთან” – შენობის შესასვლელი ბლოკირებულია. პროტესტი რეჟიმში გადასულები კომპანიის თანამშრომლებს შენობაში არ უშვებენ. ცოტა ხნის წინ, ადგილზე მცირე დაპირისპირებაც მოხდა.
აქციის მონაწილეები 24 საათიან ჯაჭვს აპირებენ.
პროტესტის უკიდურესი ფორმით გაფიცულები, უკვე 44-ე დღეა ადმინისტრაციის ყურადღებას ითხოვენ. შრომის პირობების გაუმჯობესება და ხელფასების მომატება ამ დროისთვის არ განიხილება.
ასევე ირკვევა, რომ “ევოლუშენ ჯორჯიას” სამი თანამშრომელი მშრალ შიმშილობაზე გადადის.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორის გაძლიერების მიზნით ჩვენი ხელისუფლება 7 მლრდ ლარს დახარჯავს იმისთვის, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა