ვინ არიან და რამდენი წარმომადგენელი ეყოლება პრეზიდენტს საკონსტიტუციოში? – დეტალი გაირკვა

რუსული კანონის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში – “პირველებმა” გაარკვია, რომ პრეზიდენტის წარმომადგენელი გიორგი ბურჯანაძესთან ერთად ც იქნება.
ასევე ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ ბურჯანაძის და ბესელაის გარდა, კიდევ ორი უფლებამდაცველით იქნება წარმოდგენილი.
როგორც ეკა ბესელია ამბობს, ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს დიდი გამოცდა აქვთ ჩასაბარებელი და სწორედ ახლა 29 აგვისტოს გაირკვევა, მათი პოზიცია რუსული კანონის შესახებ.
პრეზიდენტს საკონსტიტუციოში ასევე წარმოვადგენ მე, ასევე გიორგი ბურჯანაძე, რომელცი ძალიან კარგი იურისტია. ასევე ვიცი, რომ სხვა სარჩელები, რომელიც გაერთიანდა ამ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით უკვე ერთიანად განიხილება. ასევე განიხილება ჩვენი შუამდგომლობა, რომლითაც ვითხოვთ სადავო კანონის მოქმედების შეჩერებას, რადგან ამ კანონსი ამოქმედებისთანავე ის მსუსხავი ეფექტიც გევქნება, რაც ადამიანის უფლებების ნაწილში გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს. საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, ეს უდავოდ, დიდი გამოცდა იქნება. პირდაპირ უნდა თქვან მათი პოზიცია”, – ამბობს ეკა ბესელია.
ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის ერთ-ერთი წარმომადგენელი საკონსტიტუციო სასამართლოში გიორგი ბურჯანაძე იქნება.
რუსული კანონის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 29 აგვისტოს გაიმართება.
მოსამართლეთა სამუშაო მაგიდაზე ახლა ოთხი საჩივარი დევს – ოთხივე მათგანი ერთ სხდომაზე განიხილება. რუსული კანონის გაუქმებას ითხოვს პრეზიდენტი, ოპოზიცია პარლამენტიდან, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია. მოპასუხე მხარე კი ამავე კანონის მიმღები ხელუსუფლება იქნება. ახლა ყველაფერი მოსამართლეთა პლენუმის ხელშია.
“პირველების” ინფორმაციით, 29 აგვისტოს მომხსენებლი მოსამართლე იქნება ხვიჩა კიკილაშვილი.
ხვიჩა კიკილაშვილი ის მოსამართლეა, რომელმაც მხარი დაუჭირა პრეზიდენტის იმპიჩმენტს, ამის შემდეგ კი მისი შვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშნეს.