ევროპის მიმართულებით საკონტეინერო გადაზიდვებზე ფასი იკლებს, აშშ-ს მიმართულებაზე ზრდას ელიან

საკონტეინერო გადაზიდვებზე ფასი კლებას აჩვენებს. ბოლო 1 კვირის განმავლობაში გლობალური საკონტეინერო ინდექსი კიდევ 2%-ით შემცირდა და 40-ფუტიან კონტეინერზე 5,319 დოლარი შეადგინა.
ინდექსი 18 ივლისის კვირაში არსებული პიკური მაჩვენებლიდან უკვე 10%-ზე მეტად არის შემცირებული. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად მაღალი ფასისა, საკონტეინერო გადაზიდვები პანდემიის პერიოდში არსებულ პიკურ ფასზე ($10 377) მაინც 49%-ით დაბალია.
წელს საკონტეინერო გადაზიდვების ფასზე ძირითადი ზეწოლა წითელი ზღვის კრიზისმა შექმნა, რამაც გადაზიდვების მარშრუტი შეცვალა და გააძვირა.
რაც შეეხება მიმდინარე ფასებს- შანხაიდან გენუაში გადაზიდვის ტარიფები 5%-ით ან შემცირდა და 40 ფუტიანი კონტეინერისთვის 6,788 დოლარი შეადგინა. ტარიფი შანხაიდან როტერდამის მარშრუტზე 4%-ით ან 327 დოლარით, 7,429 დოლარამდე შემცირდა. ამ დროისათვის მცირედი გაძვირებაა შანხაიდან ნიუ-იორკის მარშრუტზე. წყნარი ოკეანის აღმოსავლეთით გადაზიდვის ტარიფების ბოლოდროინდელი ზრდა -ში 1 ოქტომბერს, ILA port -ის დაანონსებულ გაფიცვას და ამის გამო საქონლის გაგზავნის დაჩქარებას უკავშირდება, ამიტომ Drewry -ს ანალიტიკოსები ტრანს წყნარი ოკეანის მიმართულებით განაკვეთების ზრდას მომდევნო კვირაშიც ელიან.
წყარო: bm.ge