უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რეჟისორ სერგო ფარაჯანოვს „უკრაინის ეროვნული ლეგენდის” წოდება მიანიჭა. მედალი კიევის თეატრის, მუსიკისა და კინოს მუზეუმს გადაეცემა.
სერგო ფარაჯანოვი წარმოშობით სომეხი საბჭოთა რეჟისორია. ის თბილისში ცხოვრობდა, თუმცა კარიერის სხვადასხვა ეტაპზე მუშაობდა როგორც უკრაინისა და საქართველოს, ისე სომხეთის კინოსტუდიებში.
1965 წელს გამოვიდა მისი ფილმი „დავიწყებული წინაპრების ჩრდილები“, რის შემდეგაც საბჭოთა ხელისუფლებამ გაზარდა ზეწოლა უკრაინულ კინოზე.
ფარაჯანოვი ეწინააღმდეგებოდა ცენზურასა და პოლიტიკური ნიშნით პატიმრობას, მათ შორის უკრაინელების მიმართ.
2024 წლის დასაწყისში უკრაინის პროკურატურამ „მამათმავლობისთვის” გასამართლებული ფარაჯანოვი უდანაშაულოდ ცნო.
ვოლოდიმირზელენსკიმ ასევე დააჯილდოვა უკრაინის გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეები, კულტურისა და სპორტის წარმომადგენლები, სამხედრო პერსონალი და ექიმები. დაჯილდოების ცერემონია კიევში, მარიინსკის სასახლეში გაიმართა.
წყარო: publika.ge