ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ჭადრაკში ქალთა მსოფლიო გრანპრიზე, საპატიო სტუმრად ცოტნე ივანიშვილის მიწვევა საქართველოს, როგორც მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურის მქონე ერის შეურაცხყოფა

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილის, ს განცხადებით, ჭადრაკში ქალთა მსოფლიო გრანპრიზე, საპატიო სტუმრად ცოტნე ივანიშვილის მიწვევა საქართველოს, როგორც მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურის მქონე ერის შეურაცხყოფაა.
“გარდა იმისა, რომ რუსულ რეჟიმს ვხედავთ, საქართველოში ვხედავთ ასევე ლათინური ამერიკის ქვეყნების დიქტატურების მსგავს რეჟიმს, სადაც დიქტატორების შვილები აკეთებენ ყველაფერს, რაც შეურაცხმყოფელია თითოეული ქართველისთვის და საქართველოს მოქალაქისთვის. არ შეიძლება, რომ ერთი დიქტატორის ოჯახი საქართველოში მომჯდარი იყოს ყველაფერზე – ეს არის ამ მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურის მქონე ერის შეურაცხყოფა”, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ