ჰოლანდიის რესტორნები სტუმრებს მზისგან დამცავ საშუალებებსაც სთავაზობენ

ჰოლანდიაში, ნიდერლანდებში, 150-მდე რესტორანი და კაფე საზაფხულო ტერასებით ახლა ემსახურება არა მხოლოდ სასმელ-საჭმელს, არამედ მზისგან დამცავ კრემსაც, – ამის შესახებ “ევროპულსი” იტყობინება.
გამოცემის ცნობით, სტუმარს შეუძლია მიმტანს სთხოვოს პროდუქტი, ზოგიერთ დაწესებულებაში კი ეს კრემი შმომხმარებელს პირდაპირ მაგიდაზე ხვდება.
კრემის დარიგება ადგილობრივი სადაზღვევო კომპანიის ინიციატივაა და მისი მიზანია, შეამცირონ კანის კიბოს შემთხვევები. ასე ადგილობრივ მაცხოვრებლებს დააზღვიონ მზის საფრთზე სადილის დროს.
დერმატოლოგების აზრით, ნიდერლანდებში მზის დამწვრობის დაახლოებით 28% სწორედ ღია ტერასებსა და პარკში განთავსებულ რესტორნებში ხდება.
ცნობისთვის, მანამდე მადრიდის ავტონომიური გაერთიანების ერთ-ერთ ქალაქში მუნიციპალურ საცურაო აუზებში გამოჩნდა დისპენსერები უფასო მზისგან დამცავი საშუალებებით.