ჩეხეთში სვიის კრეფის სეზონი დაიწყო

ლუდის მოყვარულთათვის ახლა განსაკუთრებული პერიოდია. ჩეხეთში გაიხსნა სვიის კრეფის სეზონი, რომელიც 2 კვირა გაგრძელდება.
ჩეხეთის რესპუბლიკა სვიის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელი ქვეყანაა, სადაც მოსავლის 60-80 პროცენტი ექსპორტზე, ძირითადად ჩინეთსა და იაპონიაში გადის. აქ ყველაზე გემრიელი და არომატული სვია მოდის.
კოვიდის პანდემიის შემდეგ შემცირდა ლუდის წარმოება, შესაბამისად, გაიზარდა მოთხოვნა პრემიუმ ხარისხის ლუდებზე, რომლებსაც სვიის მაღალი შემცველობა აქვს. ჩეხეთში ამჯერად სვია დაახლოებით 5000 ჰექტარზეა გაშენებული, რაც წინა წელთან შედარებით ექვსი ჰექტრით ნაკლებია.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამჟამად დარეგისტრირებულია სვიის 120 მწარმოებელი. სვიის მოყვანა ჩეხეთში უძველესი ტრადიციაა, რომელიც მე-11 საუკუნიდან იღებს სათავეს.
წყარო: “ევრონიუს ჯორჯია”