რობერტ კენედი უმცროსი არჩევნებს გამოეთიშა და ტრამპს დაუჭირა მხარი

აშშ-ის პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, რობერტ კენედი უმცროსი საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეთიშა და რესპუბლიკელ კანდიდატს, დონალდ ტრამპს დაუჭირა მხარი. არაერთი გამოკითხვის თანახმად, უმცროსი კენედი ხმებს ტრამპს უფრო ართმევდა, ვიდრე დემოკრატ კამალა ჰარისს.
AP-ის ცნობით, რობერტ კენედიმ თქვა, რომ ტრამპს მხარი დაუჭირა სიტყვის თავისუფლებისა და ში მიმდინარე ომში საკითხებში მისი პოზიციის გამო. „სწორედ ესაა ის პრინციპული საკითხები, რომელთა გამოც დემოკრატიული პარტია დავტოვე … და ახლა პრეზიდენტ ტრამპს ვუჭერ მხარს“, – ამბობს იგი.
უმცროსი რობერტ კენედი ბიულეტენში დარჩება შტატების დიდ ნაწილში, თუმცა არა ე.წ. მერყევ შტატებში, რომელთა არჩევანიც რეალურად წყვეტს პრეზიდენტობის ბედს.
ტრამპმა მადლობა გადაუხადა კენედის: „ძალიან კარგი მხარდაჭერა მივიღეთ რობერტ კენედი უმცროსისგან, ვისაუბრებ ამის შესახებ. ბრწყინვალე ტიპია, ყველა პატივს სცემს“, – აღნიშნა მან.
რობერტ კენედი უმცროსი კენედის პოლიტიკური ოჯახის წარმომადგენელია. მამამისი, რობერტ კენედი -ის გენერალური პროკურორი და სენატორი იყო. იგი 1968 წელს, საპრეზიდენტო კამპანიისას მოკლეს. უმცროსი რობერტ კენედის ბიძა, ჯონ ფიცჯერალდ კენედი, აშშ-ის პრეზიდენტი იყო – იგი 1963 წელს მოკლეს.
თავად რობერტ კენედი უმცროსი წლები ეწეოდა საადვოკატო და გარემოსდაცვით საქმიანობას. აგრეთვე ცნობილი იყო ანტივაქსერული შეხედულებებით.
წყარო: netgazeti.ge