მიხეილ სარჯველაძე ტვინინგის პროექტის ხელმძღვანელ ბრანისლავ ონდრუშს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ევროპარლამენტის წევრს, სლოვაკეთის რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და ოჯახის მინისტრის მრჩეველს, ბრანისლავ ონდრუშსა და სლოვაკეთის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს, სლოვაკეთი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის პრეზიდენტს მიხაელ შტუსკას შეხვდა. შეხვედრას, შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე ესწრებოდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, საუბარი ბოლო წლების განმავლობაში, შრომის ინსპექციაში გატარებულ რეფორმებსა და წარმატებულ შედეგებს შეეხეო.
„მხარეებმა, ერთობლივი პროექტები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე შეთანხმდნენ. აღინიშნა, რომ საქართველო, „ტვინინგის პროგრამის“ ფარგლებში, ნაყოფიერად თანამშრომლობს სლოვაკეთთან. საუბარი ბოლო წლების განმავლობაში, შრომის ინსპექციაში გატარებულ რეფორმებსა და წარმატებულ შედეგებს შეეხეო. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, უწყების ეფექტიანობის გაზრდა იგეგმება, საქართველოში შრომითი უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიზნით.
ტვინინგის პროექტის ხელმძღვანელმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მკაფიო მხარდაჭერა გამოხატა. დელეგაცია „საქართველოში უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს გაუმჯობესება ევროკავშირის სტანდარტებისა და მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად“ დაძმობილების პროექტის ფარგლებში იმყოფება”,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

“ჯივიპი” – რუსთაველის გამზირზე კონტრაქტორი კომპანიის თვითმცლელმა ტრანშიის კიდესთან ახლოს იმოძრავა, რამაც ნიადაგის ჩამოშლა და ტექნიკის მოცურება გამოიწვია, გადაბრუნდა ავტომანქანა – თვითმცლელში იმყოფებოდა მცირეწლოვანი ბავშვი

ირაკლი კობახიძე: 2020 წლის შემდეგ, ყოველწლიურად ფიქსირდება მკვლელობების სტატისტიკის შემცირება, რაც შეეხება 2012 წლამდე პერიოდთან შედარებას, სამჯერ არის საშუალოდ შემცირებული, ეს არის ფაქტები და დანარჩენი სამარცხვინო სპეკულაციებია