24 აგვისტოს დღის ბოლომდე საქართველოს ზოგიერთ რეგიონში წვიმა, სეტყვა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი – შესაძლებელია, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმული ღელვაც დაფიქსირდეს

24 აგვისტოს დღის ბოლომდე საქართველოს ზოგიერთ რეგიონში წვიმა, სეტყვა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი – შესაძლებელია, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმული ღელვაც დაფიქსირდეს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 აგვისტოს გვიანი საღამოდან 24 აგვისტოს დღის ბოლომდე საქართველოს ზოგიერთ რეგიონში წვიმა, სეტყვა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი.
მათი ცნობით, ასევე შესაძლებელია, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვაც დაფიქსირდეს.
23 აგვისტოს გვიან საღამოდან 24 აგვისტოს დღის ბოლომდე ქვეყნის დასავლეთ ნაწილში და მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი. შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მომატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო),“ – ნათქვამია ინფორმაციაში.