ბედის განგებით, პოლიტიკურ შარლატნებსაც მოუწიათ დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელის მოწერა, მათ შორისაა სასამართლოების მიერ თაღლითებად აღიარებული დუეტის ერთ-ერთი წევრი ბადრი ჯაფარიძე

ბედის განგებით, პოლიტიკურ შარლატნებსაც მოუწიათ დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელის მოწერა, მათ შორისაა სასამართლოების მიერ თაღლითებად აღიარებული დუეტის ერთ-ერთი წევრი ბადრი ჯაფარიძე
ისე მოხდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისათვის მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის ბოლო წლებში, უამრავ ღირსეულ ადამიანთა გვერდით, ბედის განგებით პოლიტიკურ შარლატნებსაც მოუწიათ 1991 წლის 9 აპრილს, დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელის მოწერა. მათ შორისაა ქართული სასამართლოს და ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოების მიერ თაღლითებად აღიარებული დუეტის ერთ-ერთი წევრი ბადრი ჯაფარიძე, – წერს საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ბიძინა გიორგობიანი, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ჯაფარიძე ამაყობს, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმომწერია, ამავდროულად კი, მისი პარტია საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ბევრ მტრულ ნაბიჯს დგამს. გიორგობიანი ასევე აღნიშნავს, რომ ჯაფარიძე პუტჩის დაწყებისთანავე გადაბარგდა ბეპაევის და კიტოვანის ომის პარტიაში.
“ისე მოხდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისათვის მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის ბოლო წლებში, უამრავ ღირსეულ ადამიანთა გვერდით, ბედის განგებით პოლიტიკურ შარლატნებსაც მოუწიათ 1991 წლის 9 აპრილს, დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელის მოწერა.
მათ შორისაა ქართული სასამართლოს და ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოების მიერ თაღლითებად აღიარებული დუეტის ერთ-ერთი წევრი ბადრი ჯაფარიძე. იგი ამაყობს რომ სიგნატორია, ამავდროულად მათი “ლელო” საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ იმდენ მტრულ ნაბიჯებს დგამს, უკვე ნაცებსაც ასწრებენ ამ საქმეში. მინდა დაინტერესებულ საზოგადოებას ვაცნობო, რომ ბადრი ჯაფარიძე ნამდვილად ჩვენი საარჩევნო სიით გახდა პარლამენტის წევრი 1990 წელს, მაგრამ თბილისში პუტჩის დაწყებისთანავე გადაბარგდნენ სუფიან ბეპაევის და თენგიზ კიტოვანის ომის პარტიაში და ტყუილად ჰყვებიან ზღაპრებს საკუთარ პრინციპულობაზე.” – წერს ბიძინა გიორგობიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

თავიდანვე გაუგებარი იყო, სხვა რა მიზანი უნდა ჰქონდა ამ “რვიანს”, რომლის შექმნის მთავარი არსი ლაკას ერთდღიანი შიმშილობის “გაპრავება” იყო. იქ, სადაც სპიკერი ჩერგოლეიშვილი გახდა, დასასრულიც ადვილად პროგნოზირებადი იყო

იმედი გვაქვს, რომ აშშ-ის ახალი ადმინსტრაცია საქართველოს თემასაც მიაქცევს ყურადღებას, ვინაიდან, სწორედ მათგან ვიცით, რომ არაერთი ათეული მილიონი დოლარია დახარჯული საქართველოში დესტაბილიზაციის შეუქცევადი პროცესისთვის

არასამთავრობო ორგანიზაციების პატრონებსაც უწევთ აღიარება, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში თანხები იხარჯებოდა მათთვის არასასურველი ხელისუფლების შესაცვლელად და ამას აკეთებდნენ არასამთავრობოების ხელით