ევროპაში ელექტრომობილების გაყიდვით BMW-მ Tesla-ს პირველად აჯობა

BMW ივლისში ევროპის ბაზარზე ელექტრომობილების გაყიდვების ლიდერი გახდა და პირველად გადაუსწრო Tesla-ს, ამის შესახებ ანალიტიკური კომპანია JATO Dynamics იტყობინება.
ივლისში, ევროპაში გაიყიდა 14 869 ახალი BMW-ს ელექტრო მანქანა, რაც 35%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. Tesla-ს გაყიდვები კი წელიწადში 16%-ით დაეცა და 14561 ერთეული შეადგინა.
BMW-სა და Tesla-ს გარდა, ევროპაში ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილების ბრენდების ხუთეულში შედის Volkswagen (12,213 ერთეული), Volvo (10,533) და Audi (8,618). მათ მოსდევს Mercedes (8365), Peugeot (6361), Hyundai (6292), Kia (6034) და Renault (5638).
ამავდროულად, ევროპაში ელექტრომობილების საერთო გაყიდვები დაეცა 6%-ით 139 300 ერთეულამდე, მათ შორის რიგ ქვეყნებში ამ ბაზრისთვის სტიმულირების გაუქმების გამო.