პალესტინელთა თანახმად, ღაზაში ისრაელის თავდასხმებს 16 ადამიანი ემსხვერპლა

პალესტინელთა ჯანდაცვის უწყების ცნობით, ღაზის სექტორში ს მიერ განხორციელებულ თავდასხმებს 16 ადამიანი ემსხვერპლა.
ალ-აქსას წამებულთა საავადმყოფოში მიიტანეს გვამები, რომლებიც Associated Press-ის კორესპონდენტმა დათვალა. მათ შორის ისო ერთი ქალის და სამი ბავშვის ცხედრები.
ისრაელის არმიამ თავდასხმები მოაწყო 23 აგვისტოს, ღამით.
-ის, კატარის და ეგვიპტის შუამავლობით მიმდინარეობს მოლაპარაკება ცეცხლის შეწყვეტის და მძევლების გათავისუფლების მიზნით, მაგრამ მას შედეგი არ მოჰყოლია.
პალესტინელთა ტერიტორიაზე, ღაზის სექტორში ისრაელის არმის მიერ განხორციელებული ევაკუაციების, მხოლოდ ამ თვეში 12 ასეთი აქტის, შედეგად ღაზის 2,1 მილიონიანი მოსახლეობის 90 პროცენტი იძულებითაა თავის საცხოვრებელს მოშორებული.
2023 წლის ოქტომბრიდან, როცა ისრაელის სამხრეთზე ჰამასის (აშშ-ის და ევროკავშირის, ასევე ბრიტანეთის მიერ ტერორისტულად შერაცხილი დაჯგუფება) თავდასხმის შედეგად 1200-მდე ადამიანი დაიღუპა და 250-ზე მეტი მძევლობაში აღმოჩნდა.
თავდასხმას მოჰყვა ისრაელის მიერ ჰამასისთვის ომის გამოცხადება – უმწვავესი ჰუმანიტარული კრიზისის და დიდი მსხვერპლის გამომწვევი ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები ღაზის სექტორში, სადაც პალესტინური მხარის ინფორმაციით, 40 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული.

ასევე დაგაინტერესებთ

ბესიკ ლაგვილავა: არ ვიცი ადამიანები არიან თუ არა, უკრაინული ლეგენდარული ბრიგადა “აზოვის” და 25-ე სპეცდანიშნულების ბრიგადის მებრძოლები! თუკი ისინი ადამიანები არიან, მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ არიან ტიტანები, რომელთაც ღმერთებსაც კი აუტეხეს ომი!

შალვა პაპუაშვილი – რუსეთის პრეზიდენტი დაეთანხმა ტრამპის მოსაზრებას – ომის აცილება შესაძლებელი იყო, ხოლო თუ ამერიკის პრეზიდენტს პროცესზე ზემოქმედების ბერკეტი გააჩნდა, ეს ნიშნავს დადასტურებას, რომ ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარეობს